
გემრიელი დაადვილად მოსამზადებელი წვნიანი, ქართული სამზარეულოს „მშვენება“ - ჩიხირთმა. არომატული და ნოყიერი, საუკეთესო კერძია, განსაკუთრებით ზამთარში ან ნაბახუსევზე.
ერთადერთი, რაც ამ კერძის მომზადებისას არის საჭირო - ეს „ოჯახის“ დედალია. უცხოეთში მცხოვრებლებმა, კი ბიოლოგიური პროდუქტების განყოფილებას მიაკითხეთ, რომ კერძმა „მშობლიური“ გემო შეინარჩუნოს.
ინგრიდიენტები
რეცეპტი ერთი შეხედვით
სამზარეულო
ქართული
მთავარი ინგრიდიენტი
ფრინველი
სირთულე
ძალიან რთული
კერძი
ცხელი
ქათამი - 1 ცალი;
ხახვი - 300 გრ;
კვერცხი - 3 ცალი;
მარილი - 1 სადილის კოვზი;
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
წითელი წიწაკა - 1 თავი;
პურის ფქვილი - 4-5 სადილის კოვზი;
მწვანილი - ქინძი 1 კონა, კამა - თეფშზე მოსაყრელად;
ძმარი - 2 სადილის კოვზი;
ბრინჯი - 70-100 გრ.
(მასალა გათვლილია 3 ლიტ სითხეზე)
1 ცალი ქვაბი - 5 ლიტრიანი, 1 ცალი ტაფა.
მომზადების წესი
1. გარეცხეთ ქათამი, სასურველია ცხიმიანი დედალი და ჩადევით ქვაბში;
2. ქვაბშივე ჩაუშვით წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მარილი, მწვანილი კონით;
3. დაასხით წყალი, რომ დაფაროს ქათამი და ხარშეთ ქათმის სრულ მოხარშვამდე;
4. დაჭერით ხახვი წვრილად ან დაკეპეთ ბლენდერით, ჩაუშვით ტაფაზე და დაასხით ქათმის ნახარშის ცხიმი, ისე რომ ხახვი დაიფაროს. ხახვი თუშეთ, მანამ, სანამ კარგად არ ჩაიხარშება. დაამატეთ ფქვილი და მუდმივად ურიეთ, სანამ ფქვილი ბოლომდე არ გაიხსნება;
5. ქათამი ამოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი;
6. ბულიონიდან ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და მწვანილი. ჩაუშვით ხახვი და ბრინჯი (ეს სურვილისამებრ);
7. კვერცხები დატეხეთ და ჩაასხით ღრმა თეფშზე, დაამატეთ ძმარი და ათქვიფეთ. საბოლოოდ გახსნის შემდეგ ჩაუშვით ბულიონში წვრილ ნაკადად, თან მუდმივად ურიეთ ბულიონს, რომ კვერცხი კარგად გაიხსნეს და ნაფლეთებად არ დარჩეს წვნიანში;
8. მიიყვანეთ ადუღებამდე. გასინჯეთ ბულიონი და თუ საჭიროა დაამატეთ მარილი, წიწაკა, ძმარი.